შეცდომა პროგრამულ კოდში warning 'Undefined variable: page_content' at /home/civicsge/domains/civics.ge/public_html/theme/front_themes/sammy/layout/blog/post.php 32:
  1. /home/civicsge/domains/civics.ge/public_html/index.php 190 calling include()
შეცდომა პროგრამულ კოდში warning 'Trying to get property of non-object' at /home/civicsge/domains/civics.ge/public_html/theme/front_themes/sammy/layout/blog/post.php 32:
  1. /home/civicsge/domains/civics.ge/public_html/index.php 190 calling include()
- Civics.Ge

პროექტი - მეტი კინო თემში

ქუთაისის #7 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „მე და სამართლიანი სამყარო"  წევრმა მოსწავლეებმა სკოლაში საინტერესო   პროექტი - „მეტი კინო თემში" განახორციელეს. 


ინფორმაცია პროექტის  შესახებ სოციალური ქსელის და საინფორმაციო ფურცლების  მეშვეობით გავრცელდა თემში. კინოფილმის შერჩევის დროს დიდი ყურადღება დაეთმო მოზარდთა ინტერესებს, მათი ცნობიერების ამაღლების და კინო-ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით. 


ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია ფილმში წამოჭრილი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ,  როგორც  კლუბის მეურვე პედაგოგი  და მოსწავლეები, ასევე მოწვეული სტუმრები. სკოლაში კინოფილმის ჩვენება იმართება ყოველკვირეულად, ხოლო  თვეში ერთხელ სათემო ჩვენებას ესწრებიან სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მშობლები და თემის წევრები. 


„პროექტის მიზანს წარმოადგენს შეიქმნას მდგრადი გარემო კინო-ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით, სკოლაში დაინერგოს ფილმის ჩვენების ტრადიცია და გახადოს სკოლა თემის ცენტრად. მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან დისკუსიაში და გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი პიროვნული განვითარების პროცესში“ - განაცხადა კლუბის მეურვე პედაგოგმა.


პროექტი "მეტი კინო თემში" განხორციელდა PH International-ის

 საგრანტო კონკურსის ფარგლებში. საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავდა  კრეატიული და ინოვაციური სასკოლო ინიციატივების ხელშეწყობას და სკოლის როლის ზრდას ადგილობრივი თემის ცხოვრებაში.