წიგნი - ცოდნის წყარო

სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრმა მოსწავლეებმა, მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში, სკოლის ბიბლიოთეკის მოწყობა, წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და სამკითხველოში კლუბისთვის სამუშაო გარემოს შექმნა დაისახეს მიზნად. 


სკოლის ადმინისტრაციამ  სამკითხველოსთვის ადგილი გამოყო. მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა  „ჩემი საყვარელი წიგნი“და მოაწყვეს დისკუსია, აღნიშნეს წიგნის საერთაშორისოდ დღე. სკოლაში ჩატარდა კითხვის საათები, ნახატების გამოფენა „მე და წიგნი“, მოსწავლეები ესტუმრნენ საჯარო ბიბლიოთეკას და შეხვდნენ მწერალ ალექსანდრე დიდებაშვილს.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მხარი დაუჭირა მოსწავლეთა ინიციატივას და სკოლის ბიბლიოთეკის აღდგენითი სამუშაოებისათვის 5 076 ლარი გამოყო.