უკეთესი გარემო მომავალი თაობისთვის

სოფელ შაშიანის სკოლის მოსწავლეებმა მცირე გრანტის ხელშეწყობით განახორციელეს პროექტი, რომლის  მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია თემში. სოფლის ცენტრში არსებულ სკვერში განხორციელდა გამწვანების აქცია და დაიდგა სპორტული აღჭურვილობა. მოსწავლეთა ინიციატივას მხარი დაუჭირა ადგილობრივმა თვითმმართველობამ და თემის წევრებმა, მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს აღდგენით სამუშაოებში და ასევე სკვერში დაიდგა საინფორმაციო ბანერი.  სკვერის აღდგენის შემდეგ მოეწყო სპორტული შეჯიბრებები, რომელშიც მონაწილეობდნენ შაშიანის და მეზობელი სოფლის, მუკუზანის სკოლის მოსწავლეები.