სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ შემაჯამებელი ღონისძიება

2017 წლის 28 ივნისს ჩატარდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ შემაჯამებელი ღონისძიება.სტუმრებს მიესალმა ქ-ნი მარინა უშვერიძე, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორი, რომელმაც საქართველოს 480 სკოლაში პროგრამის სამწლიანი მუშაობა შეაჯამა. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს სკოლისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ მათ მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაციები, ნაჩვენები იყო პედაგოგ ია კიწმარიშვილის ბლოგი და მოსწავლეთა ვიდეოები ჯანსაღ კვებასა და საგზაო უსაფრთხოებაზე.

შეხვედრაზე პროგრამის მხარდამჭერებსა და პარტნიორებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ. 

შეხვედრის დასასრულს თბილისის სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს პანტომიმა სამოქალაქო განათლების თემაზე. 


სამოქალაქო განათლების პროგრამa „მომავლის თაობა“ ორგანიზაცია PH International - საქართველოს მიერ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.