ბორჯომში პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

2017 წლის 28  აპრილს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.  

ბორჯომის მუნიციპალიტეტის - ივ. ჯავახიშვილის კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის  სოფელ ოროჯალარის და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ახალგაზრდულ ფორუმზე   ინიცირებული პროექტის „ხელოვნებას არ აქვს საზღვრები“  პრეზენტაცია წარმოდგინეს.
  
მოსწავლეების  ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის შედეგად, გამოიცა კატალოგი, სადაც განთავსებულია თანამედროვე  ავტორების მიერ შექმნილი ნამუშევართა ფოტოები და საკონტაქტო ინფორმაცია. კატალოგი მუნიციპალიტეტებში და სასტუმროებში იქნება გამოფენილი, რაც ხელს შეუწყობს სამცხე-ჯავახეთის სამი მუნიციპალიტეტის თანამედროვე კულტურის  პოპულარიზაციას.
 
ივ. ჯავახიშვილის კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებმა ასევე წარმოადგინეს მცირე გრანტის პროექტი "ჩვენ ვიცავთ კანონს"  პრეზენტაცია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით გარემოსდაცვითი ღონისძიებები ჩატარდა.
 
"ხელოვნებას არ აქვს საზღვრები" და "ჩვენ ვიცავთ კანონს"- განხორციელებული პროექტების მთავარი მიზანი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება იყო. პროექტების წარმატებასა და მნიშვნელობაზე მასში ჩართულმა მხარეებმა აღნიშნეს - „მოსწავლეთა აქტიურობა არ უნდა დამთავრდეს“. 
 
მოსწავლეებს სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.  
 
ღონისძიება გაშუქდა ადგილობრივი ტელეკომპანია „ბორჯომის“ მიერ.