ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნებში სოციალური მედია დღეს წამყვან როლს თამაშობს ახალგაზრდებს შორის ურთიერთობაში. სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" გეგმავს გამოიყენოს სოციალური მედია და სოციალური ქსელები პროგრამის მიზნების მისაღწევად.  PH International-ი სოციალური მედიის საშუალებების გამოყენებით ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისათვის მნიშნველოვანი საკითხების ირგლივ მათი ცოდნის, დამოკიდებულებისა და საქციელის პოზიტიურ ცვლილებებს. პროგრამის ბენეფიციარები სოციალური მედიის საშუალებით ერთმანეთს გაუზიარებენ მოსაზრებებს და წარმატებულ მიღწევებს, დაგეგმავენ ერთობლივ პროექტებს.

 

სამოქალაქო განათლებისა  პროგრამა "მომავლის თაობა" ყოველ წელს ჩაატარებს ტრენინგებს მოსწავლეებისათვის სოციალური მედიის გამოყენების შესახებ. ტრენინგები ჩატარდება ყველა რეგიონში. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას ახალგაზრდები გაუზიარებენ თავიანთ სკოლებს, თანატოლებს და თემის წევრებს, ამრიგად სამოქალაქო პრინციპების გათვალისწინებით პროგრამის ბენეფიციარების მიერ შექმნილი სოციალური ქსელები უფრო ფართოდ იქნება გავრცელებული.

 

ტრენინგის მასალები

ჩამოტვირთეთ სოციალური მედიის ორდღიანი ტრენინგის პროგრამა.

ჩამოტვირთეთ ერთღდიანი სემინარის პროგრამა "სოციალური მედია სამოქალაქო ინიციატივებისათვის".