14
Feb

მარიამ ხაღულაშვილი, ერტისის საჯარო სკოლის მოსწავლე

"თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს ჩვენი სკოლის და თემის პრობლემები გავაცანით.  ჩვენი ინიციატივის შედეგად, სკოლაში წყლის სისტემა აღდგა, რომელიც ჩემი სწავლის განმავლობაში არასდროს ყოფილა გამართული. ამ თანამშრომლობის შემდეგ ჩემთვის ნათელი გახდა ახალგაზრდების და პირადად ჩემი როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მივხვდი, რომ ახალგაზრდა ასაკიდანვე შემიძლია თემის საჭიროების კვლევა და  პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა." - მარიამ ხაღულაშვილი, ერტისის საჯარო სკოლა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.