14
Feb

შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან

2017 წლის 20-21 მაისს პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრა ნაფარეულის საჯარო სკოლაში დაიწყო. სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა განხორციელებული პროექტების შედეგები მედიის წარმომადგენლებს გააცნეს. უპასუხეს ჟურნალისტების შეკითხვებს, დაათვალიერეს პროგრამის მცირე გრანტების ფარგლებში შშმ მოსწავლეებისათვის შექმნილი რესურს ოთახი.   შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა და სტუმრებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტო. 

 

შემდეგ შეხვედრა ლოპოტას სასტუმრო კომპლექსის საკონფერენციო დარბაზში გაგრძელდა, სადაც სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ საქმიანობისა და შედეგების შესახებ ისაუბრა პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ, ხოლო სამოქალაქო განათლების სწავლების მიზნები სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარიამ ჩიქობავამ გააცნო. 

 

შეხვედრის მეორე დღეს ქ-ნმა ნინო ბესელიამ სამოქალაქო განათლების თემაზე სემინარი ჩაატარა და შეხვედრის მონაწილეები საინტერესო აქტივობებში ჩააბა. 

 

ორდღიანი შეხვედრის შედეგად მონაწილეებმა სამოქალაქო განათლების სწავლების შესახებ  მიიღეს ინფორმაცია და გამოთქვეს სურვილი მხარი დაუჭირონ ახალგაზრდულ ინიციატივების და პროექტებს სათემო და სასკოლო პრობლემების მიზნით.