საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში სამოქალაქო აღზრდას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 2006 წლიდან ეროვნულის სასწავლო გეგმით გათვალისწინებულმა ამ შედარებით ახალმა საგანმა, უპირველესად მოსწავლეთა დაინტერესება და მოტივაციის ამაღლება გამოიწვია.  2011-2016 წლების განახლებულ ეროვნულ სასწავლო გეგმის პროექტში სამოქალაქო აღზრდის საგნობრივი პროგრამა უფრო ვრცლად არის წარმოდგენილი. სამოქალაქო აღზრდის, როგორც დისციპლინის მიზანია ზოგადი განათლების ყველა საფეხურზე ხელი შეუწყოს ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის აღზრდას. ამასთან, აღნიშნული საგნის სწავლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის სამოქალაქო კომპეტენციის ჩამოყალიბებისა და საზოგადოებაში სამოქალაქო კულტურის დამკვიდრებისათვის. 

 

 

ჩამოტვირთეთ: 2011-2016 წ.წ. სამოქალაქო აღზრდის საგნობრივი პროგრამა.
 
 



 

მოცემული დოკუმენტის სანახავად დაგჭირდებათ პროგრამა "Adobe Reader"