სამოქალაქო განათლების ვებპორტალი www.civics.ge შეიქმნა 2010 წელს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში PH International-ის მიერ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებპორტალის მხარდაჭერას 2014 წლიდან უზრუნველყოფს პროგრამა „მომავლის თაობა“, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებპორტალის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო განათლების შესახებ.  

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ორგანიზაცია PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთანსამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და 11 რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად იწყებს ახალი სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ განხორციელებას. პროგრამა 2014 წლის ივლისიდან 2017 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება და მთელი საქართველოს მასშტაბით 480 სკოლასთან იმუშავებს. პროგრამის მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის ხელშეწყობა, სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაძლიერებისა და მოსწავლეების მიერ ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობის გზით სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისათვის.