USAID
PH
GEOENG

ბმულები




 

 

პედაგოგის წერილი
ბორჯომში მასწავლებლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაია გულიაშვილი წლის პედაგოგად დასახელდა
2016 წლის 5 ოქტომბერს პედაგოგთა საერთაშორისო დღე ბორჯომში საზეიმოდ აღინიშნა. ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა, იზოლდა ლომიძემ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსმა, მარინა ხუჯაძემ, წარმატებული მასწავლებლები დააჯილდოვეს. გამოვლინდნენ წლის პედაგოგები და დირექტორები. 
 
სხვადასხვა პროექტებში გამარჯვებისა და აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის კერძო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგი, მაია გულიაშვილი, რომელსაც წლის მასწავლებლის წოდება მიენიჭა. იგი დაჯილდოვდა მადლიერების სიგელით და დასაჩუქრდა ,,ისი პარის" სასაჩუქრე ვაუჩერით.
 
„სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლიდან დასახელდა წარმატებული პედაგოგი. ქალბატონი მაია  ძალიან აქტიური პედაგოგია, ვთვლი რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის მას დიდი წვლილი შეაქვს.  სამომავლოდ დაგეგმილი აქვს მრავალი საინტერესო პროექტი თავის მოსწავლეებთან ერთად,“ - სთქვა  ბორჯომის ივ. ჯავახიშვილის სახელობის კერძო სკოლის დირექტორმა მარინა შაყულაშვილმა. 
 
“მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა. მჯერა, რომ სახელმწიფოს წარმატება თუ წარუმატებლობა განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ქვეყნის მომავალი საკლასო ოთახიდან იწყება, ამიტომ მასწავლებლის როლი განუზომლად დიდია. ცნობილი ფრაზა: „ყველაზე დიდი ინვესტიცია მომავალ თაობაში უნდა ჩაიდოს, თავისთავად გულისხმობს, რომ მომავალი თაობის განათლება ქვეყნის უზრუნველყოფილი მომავლის ტოლფასია,”  - სთქვა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მაია გულიაშვილმა. 
 
დაჯილდოების ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი გახლდათ ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახური. 

ფოტო გალერეა

ვიდეო არხი


 

ბიულეტენები

 

მოსწავლეთა ინიციატივით განხორციელებული პროექტების კრებული - "მოსწავლეები ცვლილებებისთვის "
 

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საინფორმაციო ბიულეტენები


რეგიონული საინფორმაციო ბიულეტენები

 

კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Copyright © 2010 PH International

„ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის მოსაზრებებსა და პოზიციებს“.