USAID
PH
GEOENG

ბმულები




 

 

სიახლე
პროექტი - ,,ერთად დავიცვათ გარემო“
სოფელ ოზურგეთის,  ქვედა ბახვისა  და მაკვანეთის სასკოლო  სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა და მეურვე პედაგოგებმა განახორციელეს ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში  ინიცირებული პროექტი ,,ერთად დავიცვათ გარემო’’.  პროექტის მიზანი იყო მოსახლეობის ეკოლოგიის საკითხებზე ინფორმირებულობის  ამაღლება, ხელოვნური ნაგავსაყრელების გაუქმება და ქარსაცავი ზოლის აღდგენა.  
 
მოსწავლეებმა მონაწილე სკოლებში ჩამოაყალიბეს ეკოკლუბები, მოეწყო შეხვედრები პოტენციურ მხარდამჭერებთან რესურსების მოძიების მიზნით, დამზადდა და მოსახლეობაში გავრცელდა საინფორმაციო ბუკლეტები, ბანერისთვის საუკეთესო  სლოგანის გამოსავლენად ჩატარდა შიდასასკოლო კონკურსები, სოფლის ტერიტორიებზე მოწყობილ ხელოვნურ ნაგავსაყრელებთან განთავსდა ბანერები, ჩატარდა გამწვანების აქციები.
 
საპროექტო ინიციატივის ფარგლებში კლუბებმა ითანამშრომლეს გამგებლის წარმომადგენლებთან, რომლებმაც უზრუნველყვეს მასალები ბანერების დასამზადებლად და მოხალისეობრივად ჩართეს მუშახელი ბანერების დამონტაჟების პროცესში. ასევე უზრუნველყვეს ტექნიკა ნაგვის ნარჩენების გასატანად; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კლუბებს შეუძინა ლითონის მილები ბანერის დასადგმელად. თანამშრომლობა შედგა ადგილობრივი კერძო ბიზნესის  წარმომადგენელთან შ.პ.ს. ,,ვასაძის პური“, რომელმაც მაკვანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბს ,,ოცდამეერთე“ გადასცა თანხა საინფორმაციო ბანერების დასამზადებელი მასალების შესაძენად. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბს ,,მთიები“ გამწვანებისთვის გადასცა ნერგები.  
 

ფოტო გალერეა

ვიდეო არხი


 

ბიულეტენები

 

მოსწავლეთა ინიციატივით განხორციელებული პროექტების კრებული - "მოსწავლეები ცვლილებებისთვის "
 

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საინფორმაციო ბიულეტენები


რეგიონული საინფორმაციო ბიულეტენები

 

კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Copyright © 2010 PH International

„ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის მოსაზრებებსა და პოზიციებს“.