USAID
PH
GEOENG

ბმულები




 

 

სიახლე
ზემო ქედის სამოქალაქო კლუბის საქველმოქმედო პროექტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის სამოქალაქო კლუბმა ,,კრეატივი‘’ განახორციელა საქველმოქმედო პროექტი ,,ჩემთვის უსარგებლო, სხვისთვის სასარგებლო“. კლუბის წევრებმა ჩაატარეს სოფელში არსებული პრობლემების კვლევა.

კვლევის შედეგების საფუძველზე მოსწავლეებმა გადაწყვიტეს დახმარებოდნენ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს და ზედა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყოთ საქველმოქმედო ოთახი. ამისათვის ახალგაზრდებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად დაიწყეს ადვოკატირების კამპანია სოფლის რწმუნებულთან ბატონ ბეჟან სუხაშვილთან. მოლაპარაკებების შედეგად ზედა ქედის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში მოსწავლეთა ინიციატივით მოეწყო  საქველმოქმედო ოთახი, რომლითაც სარგებლობა შეუძლია თემის ყველა წევრს. მოსახლეობას მიაქვს ნივთები, შემდეგ ხდება ნივთების გადახარისხება და სოციალურად შეჭირვებული ადამიანები (არჩევენ) იღებენ მათთვის საჭირო ნივთებს.
 
,, მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სამოქალაქო საქმიანობაში, მათ შეუძლიათ პრობლემის განსაზღვრა და მისი გადაჭრის გზების მოძიება, რაც აუცილებლად დაეხმარება ჩვენს სოფელს განვითარებაში“-განაცხადა ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელმა, პაატა ჭინჭარაულმა.

ფოტო გალერეა

ვიდეო არხი


 

ბიულეტენები

 

მოსწავლეთა ინიციატივით განხორციელებული პროექტების კრებული - "მოსწავლეები ცვლილებებისთვის "
 

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საინფორმაციო ბიულეტენები


რეგიონული საინფორმაციო ბიულეტენები

 

კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Copyright © 2010 PH International

„ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის მოსაზრებებსა და პოზიციებს“.