USAID
PH
GEOENG

ბმულები




 

 

სიახლე
მოსწავლეთა ინიციატივით სოფლის შესასვლელში საინფორმაციო აბრა განთავსდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჭიაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ,,მამული“ გადაწყვიტა მოეგვარებინა სოფლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა და სოფლამდე  მისასვლელ გზაზე  განეთავსებინა ორი საინფორმაციო აბრა სოფლის სახელწოდებით, რათა სოფელი ჭიაურში მიმსვლელი გზა  ადვილად მისასვლელი გამხდარიყო.  
 
კლუბის ,,მამული“ წევრებმა დაიწყეს ადვოკატირების კამპანია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურთან და  საავტომობილო გზების დეპარტამენტთან. მოლაპარაკებების შედეგად  სოფელ ჭიაურის შესასვლელში განთავსდა საინფორმაციო აბრა სოფლის სახელწოდებით. 
 
,,მოსწავლეთა ინიციატივით ჩვენს სოფელში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, ჩვენთან ჩამოსული სტუმრები მუდმივად იკარგებოდნენ და კითხვა-კითხვით ძლივს აღწევდნენ ჭიაურამდე, აღტაცებული ვარ ამ ბავშვების მონდომებით, შეუპოვრობით და მოლაპარაკებების უნარით‘’ - განაცხადა ჭიაურის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა თანანა ხვედელიძემ.

ფოტო გალერეა

ვიდეო არხი


 

ბიულეტენები

 

მოსწავლეთა ინიციატივით განხორციელებული პროექტების კრებული - "მოსწავლეები ცვლილებებისთვის "
 

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საინფორმაციო ბიულეტენები


რეგიონული საინფორმაციო ბიულეტენები

 

კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Copyright © 2010 PH International

„ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის მოსაზრებებსა და პოზიციებს“.