USAID
PH
GEOENG

ბმულები




 

 

სიახლე
პროექტი „წიგნი ცოდნის წყარო“
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მცირე გრანტის პროექტი „წიგნი ცოდნის წყარო“  განახორციელეს. პროექტის მიზანი იყო წიგნის კითხვის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში, სკოლის ბიბლიოთეკის განახლება და შევსება ახალი მხატვრული, ისტორიული, შემეცნებითი წიგნებით.  
 
მოსწავლეებმა ჩაატარეს  კვლევა, რათა დაედგინათ რა სახის ლიტერატურა სჭირდება სკოლას. პროექტის ფარგლებში სკოლამ შეიძინა საკითხავი ლიტერატურა და ენციკლოპედიები.  ბიბლიოთეკაში დაიდგა მაგიდებით და სკამებით. ახლა მოსწავლეებს შეუძლიათ წიგნები ბიბლიოთეკაში, მოწესრიგებულ გარემოში წაიკითხონ. წიგნების შეძენის შემდეგ შეიქმნა მკითხველთა კლუბი. შერჩეული წიგნის წაკითხვის შემდეგ კი გაიმართა დისკუსიები, მოეწყო შეხვედრა სოფლის მკვიდრთან ბიბლიოთეკა-მცოდნე - ოთარ ოსაძესთან. კითხვის საათები ტარდებოდა  უმცროსი კლასების მოსწავლეებისათვის, რომელებსაც უფროსკლასელები ხელმძღვანელობდნენ. ჩატარდა კონფერენცია „წიგნის როლი მოსწავლის ცხოვრებაში“. ასევე ნახატების კონკურსი, სადაც მოსწავლეებმა გააცოცხლეს წიგნის გმირები. კონკურსში „ყველაზე აქტიური მკითხველი“, უმცროსი კლასის მოსწავლეებმა დაასახელეს, ის უფროსკლასელები, რომლებიც მათ წიგნებს კარგად უკითხავდნენ და გამარჯვებულები სიგელებით დაჯილდოვეს. შეიქმნა ბლოგი, სადაც პროექტის ყველა აქტივობა გაშუქდა. 
  
პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სკოლის დირექტორმა, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მადლიერება გამოხატეს  განახლებული ბიბლიოთეკის გამო. აღინიშნა, რომ სკოლა არის მცირებიუჯეტიანი და რომ არა მცირე გრანტის პროექტი, სკოლა ვერ შეძლებდა ასეთი მრავალფეროვანი ლიტერატურის შეძენას. ბიბლიოთეკა კი ნამდვილად საჭიროებდა წიგნების განახლებას, რადგან წიგნები იყო მოძველებული და დაზიანებული. შეძენილმა მაგიდებმა და სკამებმა კი ბიბლიოთეკა ახალგაზრდებისთვის სასურველ ადგილად გადააქცია, სადაც შეუძლიათ კითხვა და გაკვეთილების მომზადება.  
  
  
  
  
  
  
  
 

ფოტო გალერეა

ვიდეო არხი


 

ბიულეტენები

 

მოსწავლეთა ინიციატივით განხორციელებული პროექტების კრებული - "მოსწავლეები ცვლილებებისთვის "
 

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საინფორმაციო ბიულეტენები


რეგიონული საინფორმაციო ბიულეტენები

 

კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Copyright © 2010 PH International

„ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის მოსაზრებებსა და პოზიციებს“.