USAID
PH
GEOENG

ბმულები




 

 

სიახლე
სკოლის ეზოში რეკრეაციული ზონის მოწყობა
მარტვილის მუნიციპალიტეტის ლედგებეს, ბალდისა და კიწიის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ  განხორციელდა ახალგაზრდულ ფორუმზე ინიცირებული პროექტი ,,სილამაზე და დასვენება“, რომელიც  სკოლის ეზოებში რეკრეაციული ზონის მოწყობას,  ახალგაზრდებში ეკოლოგიურ საკითხებზე ცნობიერების დონის ამაღლებას, საზოგადოებაში ეკოლოგიური კულტურის განვითარებას ისახავდა მიზნად. 
 
 სკოლებში სკვერის მოწყობისთვის  შეირჩა შესაფერისი ადგილები, ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, რომელშიც სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები და მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას, გაიმართა გამწვანების აქცია, დამზადდა საინფორმაციო ბუკლეტები და დარიგდა თემში, ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია. 
 
პროგრამის ,,მომავლის თაობა“ დახმარებით სკოლებმა შეიძინეს  სამშენებლო მასალები, მარადმწვანე მცენარეები, საყვავილე ქოთნები, ეზოს სკამები. ასევე ახალგაზრდებს დახმარება გაუწიეს მშობლებმა და ადგილობრივმა თვითმმართველობამ. 
 
პროექტის ფარგლებში სამივე   სკოლაში განახლდა ეზო, შეიქმნა რეკრეაციული ადგილები. პროექტმა ხელი შეუწყო მშობლების, სკოლის ადმინისტრაციის და სოფლის მოსახლეობის ჩართულობას ახალგაზრდულ ინიციატივებში და  თემში  ეკოლოგიური განათლების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას. 
 

ფოტო გალერეა

ვიდეო არხი


 

ბიულეტენები

 

მოსწავლეთა ინიციატივით განხორციელებული პროექტების კრებული - "მოსწავლეები ცვლილებებისთვის "
 

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საინფორმაციო ბიულეტენები


რეგიონული საინფორმაციო ბიულეტენები

 

კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Copyright © 2010 PH International

„ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის მოსაზრებებსა და პოზიციებს“.