USAID
PH
GEOENG

ბმულები




 

 

სიახლე
მოსწავლეების შეხვედრა აჭარის ტელევიზიაში
2017 წლის 26 აპრილს, ბათუმის გენდერის მედიაცენტრში პროგრამის „მომავლის თაობა“ მონაწილე სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს ნათია კაპანაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს მოსწავლეების ინიციატივით განხორციელებული   პროექტების შესახებ და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.  მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში გადაღებული ვიდეორგოლები  და განხორციელებული პროექტები. 
 
 „ძალიან კარგია განცდა იმისა რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ნაწილობრივ ჩემი ტელევიზიაცაა და მოსწავლეებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ინიციატივების გაშუქება. აქტიური მოქალაქეობა გადამდებია.“ - ლაშა მამულია.
 
„სამოქალაქო განათლების პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია  და ასეთი შეხვედრები  მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს იყვნენ უფრო მეტად აქტიურები. მედია საშუალებას გვაძლევს გავაცნოთ საზოგადოებას ჩვენი აქტივობები და უფრო მეტი ადამიანი გავხადოთ ჩვენი აქტივობის ნაწილი.“ - რუსუდან შარაშიძე.
 
ღონისძიება ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. აჭარის რეგიონში პროგრამის  პარტნიორია ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. 

ფოტო გალერეა

ვიდეო არხი


 

ბიულეტენები

 

მოსწავლეთა ინიციატივით განხორციელებული პროექტების კრებული - "მოსწავლეები ცვლილებებისთვის "
 

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საინფორმაციო ბიულეტენები


რეგიონული საინფორმაციო ბიულეტენები

 

კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Copyright © 2010 PH International

„ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის მოსაზრებებსა და პოზიციებს“.