USAID
PH
GEOENG

ბმულები




 

 

სიახლე
„თავისუფლება უფლებების საწინდარია“
2017 წლის 26 აპრილს, ქალაქ ბათუმის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ახალგაზრდულ  ფორუმზე ინიცირებული   პროექტის „თავისუფლება უფლებების საწინდარია“ დასკვნითი ღონისძიება.  ღონისძიებაში   მონაწილეობა  მიიღეს  ბათუმის #23,  კირნათის, მარადიდის და აჭარისწყლის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.  მოეწყო ბულინგის თემაზე გადაღებული ვიდეო რგოლების და ნახატების პრეზენტაცია, შეჯამდა მოსწავლეების მიერ განხორციელებული საქმიანობა.   
 
პროექტის მიზანია იყო ბულინგის შესახებ სასკოლო საზოგადოების და თემის წევრების  ცნობიერების დონის ამაღლება, სამართლებრივი კულტურის განვითარება,  ბულინგის გამოწვევი მიზეზების დაძლევა და პრევენცია.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ საგანმანათლებლო რესურს–ცენტრების, ხელვაჩაურის გამგეობის და  ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლები. ასევე ბათუმის #23, კირნათის, მარადიდის და აჭარისწყლის საჯარო სკოლების  მოსწავლეები,  მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია.
 
ღონისძიების ბოლოს  პროექტის მხარდამჭერებს და   პარტნიორებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ღონისძიება გაშუქდა აჭარის ტელევიზიის მიერ.
 
ღონისძიება ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. აჭარის რეგიონში პროგრამის  პარტნიორია ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. 


ფოტო გალერეა

ვიდეო არხი


 

ბიულეტენები

 

მოსწავლეთა ინიციატივით განხორციელებული პროექტების კრებული - "მოსწავლეები ცვლილებებისთვის "
 

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საინფორმაციო ბიულეტენები


რეგიონული საინფორმაციო ბიულეტენები

 

კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Copyright © 2010 PH International

„ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის მოსაზრებებსა და პოზიციებს“.