USAID
PH
GEOENG

ბმულები




 

 

სიახლე
კონკურსის გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება
2017 წლის 20 აპრილს, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, გაიმართა პედაგოგთა ბლოგების კონკურსის „სამოქალაქო განათლების გზავნილები“ და მოსწავლეთა ვიდეოადვოკატირების კონკურსის გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა პროგრამის დირექტორი, მარინა უშვერიძე. შემდეგ კი კონკურსში გამარჯვებულმა პედაგოგებმა და მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს.
 
ბლოგების კონკურსის გამარჯვებულნი გახდნენ: ნაფარეულის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი - ნატალია ბერიაშვილი, ბათუმის შპს „მომავლის სკოლის“ სამოქალაქო განათლების პედაგოგი - ია კიწმარიშვილი, ბოძაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი - ვარლამ ხოზრევანიძე, ძველი ქანდის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი -ინგა ბედიანაშვილი, გურიანთას საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი - ლიზა ლომჯარია.
 
მოსწავლეთა ვიდეოადვოკატირების კონკურსში გამარჯვებულები არიან: სოფელ ნაზარლოს საჯარო სკოლის მოსწავლე - ალმაზ მამედოვი, თელავის #6 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „ერთობა“ წევრი მოსწავლეები, სალიბაურის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „ფენიქსი“ წევრი მოსწავლეები. ასევე სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ: ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის შექმნილი ვიდეოსათვის - ბათუმის „კავკასიის ბიზნეს სკოლის“ სამოქალაქო განათლების კლუბის „ამბიონი“ წევრი მოსწავლეები, პოპულარული ვიდეოს შექმნისთვის გომის საჯარო სკოლის მოსწავლე, ლიკა გაგნიძე და მშობლიური მხარის პოპულარიზაციისთვის შექმნილი ვიდეოსათვის ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლე - მირანგულა მუკბანიანი.
 
ყველა გამარჯვებულს გადაეცა სიგელი და პრიზი.
 
პედაგოგთა ბლოგების კონკურსის „სამოქალაქო განათლების გზავნილები“ და მოსწავლეთა ვიდეოადვოკატირების კონკურსის გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრნენ - პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები, ჟიურის წევრები, PH International-ის, USAID-ის, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის და თბილისის მოზარდთა სახლის წარმომადგენლები.

ფოტო გალერეა

ვიდეო არხი


 

ბიულეტენები

 

მოსწავლეთა ინიციატივით განხორციელებული პროექტების კრებული - "მოსწავლეები ცვლილებებისთვის "
 

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საინფორმაციო ბიულეტენები


რეგიონული საინფორმაციო ბიულეტენები

 

კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Copyright © 2010 PH International

„ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის მოსაზრებებსა და პოზიციებს“.