USAID
PH
GEOENG

ბმულები




 

 

სიახლე
საქველმოქმედო ღონისძიება სენაკში
სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში სენაკის  სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით საქველმოქმედო საღამო გაიმართა 5 სოციალურად დაუცველი ოჯახის დასახმარებლად. 
 
მოსწავლეებმა ინფორმაცია საქველმოქმედო ღონისძიების შესახებ გაავრცელეს თემში, ასევე  სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში დაიდგა შემოწირულობის ყუთი. ღონისძიებას 300-მდე ადამიანი დაესწრო, გაყიდული ბილეთების და  გაწეულმა დახმარებამ 500 ლარი შეადგინა.
 
სენაკი სკოლა-ლიცეუმის   სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ოჯახების 2 პირველკლასელი მოსწავლე სკოლაში უფასოდ ისწავლის. 
 
„გადავწყვიტეთ უფრო გაგვეფართოებინა კლუბის საქმიანობის საზღვრები. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მხარდამჭერ ორგანიზაციას“ - სთქვა კლუბის ლიდერმა ანა დადიანმა რადიო „ათინათის“ ინტერვიუში.

პროექტი „მომავლის თაობა“ ხორციელდება ორგანიზაცია PH International მიერ  აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. 

ფოტო გალერეა

ვიდეო არხი


 

ბიულეტენები

 

მოსწავლეთა ინიციატივით განხორციელებული პროექტების კრებული - "მოსწავლეები ცვლილებებისთვის "
 

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საინფორმაციო ბიულეტენები


რეგიონული საინფორმაციო ბიულეტენები

 

კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Copyright © 2010 PH International

„ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის მოსაზრებებსა და პოზიციებს“.