სამოქალაქო განათლების ვებპორტალი www.civics.ge შეიქმნა 2010 წელს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში. პროგრამამ იმუშავა საქართველოს სკოლების 30% - თან და ხელი შეუწყო სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. 

ვებპორტალის მხარდაჭერას 2014 წლიდან უზრუნველყოფს პროგრამა „მომავლის თაობა“, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამა მუშაობს საქართველოს სკოლების დამატებით 30% - თან და ხელს უწყობს ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობას და სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდას გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისათვის. 

ერთი მხრივ, ვებპორტალი აშუქებს სასკოლო სამოქალაქო ინიციატივებს, ხოლო მეორე მხრივ, ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სამოქალაქო განათლების მნიშვნელობის შესახებ.